სამშობლო
სამშობლო, ჩემო ლამაზო,
ზურმუხტო, ანუ ალმასო;
ვიდრე შენს მკერდზე დავდივარ,
გთხოვ მწარე რამე არ მასო.მშვენიერი გაქვს ბუნება,
სხვებიც ამბობენ ამასო;
მაგ შენმა დაღონებამა
გული დარდებით აღავსო.სამშობლო ყველას გიყვარდეთ,
ვისაც რო ღმერთი კი გწამსო;
სამშობლოს დამვიწყებელი,
მაღალმა ღმერთმა დაამსო.ვის დედაენა არ მოსწონს,
მას ეშმაკები ახლავსო,
ცოცხალ იქნება დევნილი,
მკვდარსაც მატყლები დახრავსო.1881