ზურაბის ჩივილიყველა, ყველა მაწუხებს, -
ნუნუ, ბელა, თამრიკო:
- უფრო მეტად ვინ გიყვარს,
დედიკო თუ მამიკო?ყველას, ყველას ვპასუხობ,
მაგრამ ვერვინ გამიგო:
- უფრო მეტად ვინ მიყვარს?
დედიკო და მამიკო.- სულ ეგ არის, რაც არის,
სულ რაც იყო, ეგ იყო?!
მაინც, მაინც რომელი,
მამიკო თუ დედიკო?- რა ვქნა, ამ შეკითხვებმა
ლამის გული წამიღოს...
მამიკოც და დედიკოც,
დედიკოც და მამიკოც,
დაიკოც!