კომში, კომში, კომარა
კომში,
კომში,
კომარა! -
მომეც დიდი ტომარა!
ბებოს მივურბენინებ,
ბებო არ მაწყენინებს.
გამომიტანს ჩურჩხელას
ამოდენას, ამხელას.
თავს მოვუკრავ ტომარას,
კომში,
კომში,
კომარა!
ზურგზე წამოვიკიდებ,
მომეც, ხომ არ ვიყიდე.
დიდ გზას გამოვატარებ,
დავურიგებ პატარებს -
ბევრს შენ მოგცემ
ბევრს მას მივცემ,
ბევრსაც მე დავიტოვებ.