აბა, ჩემი რა ბრალია!
- თინა, მითხარ, ეს ჩხირები
შენ დააძრე წინდებს, განა?
- აბა, ჩემი რა ბრალია,
თუ ხელები წაეტანა!
- შენ შეჭამე ეს მურაბა?
მოსვრილი გაქვს პირისახე!
- აბა, ჩემი რა ბრალია,
თუ თვალებმა დაინახეს!
- რას დარბიხარ აქეთ-იქით,
ხტომა ვეღარ გაათავე?
- აბა, ჩემი რა ბრალია,
ფეხებია დამნაშავე!