მიხეილ ქვლივიძე

საქართველოს

კაიკაცობის მძიმე უღელი
ყოველთვის მედგრად გამიწევია,
არ დავცემულვარ, მუხლმოუხრელი,
სიმღერით სევდა დამიძლევია.

შენს ქვიან გზებზე - აქაც და იქაც -
სიმართლის მეტი რა მიძებნია?..
თურმე რამდენი სიმღერაც მითქვამს,
სუყველა შენთვის დამიწერია!