* * *
ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული
სამშობლოს ფიქრი და აღმაფრენა.
ჩვენი ქართული - რუსთველის ენა,
ილიას ენა, აკაკის ენა.ხან ყვავილების ნელი შრიალი,
ხან იადონთა ხმატკბილი სტვენა,
სიტყვა ფრთიანი, ნაპერწკლიანი,
ბარაქიანი ქართული ენა.გულუხვი, როგორც რთველში ვენახი,
საამო, როგორც შრიალი ხეთა...
ჩვენ ხომ მას დედა-ენას ვეძახით,
გვიყვარდეს, როგორც მშობელი დედა.1950