ქართული ანბანი
ამბობს მეფე ფარნავაზი, -
წიგნსო ქართულს, ვეფეროთ,
აწ და მარად ეს ლამაზი
ანბანია მეფეო.მტერმა მოსრა სრა-ტაძარნი,
ერთს კი ვეღარ შებედა, -
იქ ანბანი ნახანძრალი
ქართველს ესვა მეფედა.ავდგებოდით, ვიომებდით
და შევძლებდით შეუძლებს,
და ანბანი ჭრილობებად
გვაჩნდებოდა სხეულზე.ხან დაშლილა საქართველო
კახურ-სამცხურ-მეგრულად...
მაგრან ისევ საქართველო
ქართულ ენით შემკულა.დედა წიგნს ვერ ეზიარა, -
ჭირდა ჭირი დროისა,
მაგრამ წიგნი კერიასთან
მან შვილივით მოისვა.წაღმა-უკუ ისტორიას
ვერვინ გასწი-გამოსწევს,
ბევრი განძი მიჰყოლია
საუკუნეთ ქაოსებს.ეს კი - აზრი და სიმწიფე,
ჩვენი სისხლით დამბალი,
იყო ჩვენი სახელმწიფო,
ეს - ქართული ანბანი.1978