მორის ფოცხიშვილი

შვიდფეროვანი

მზის სხივებში პირის ბანა,
ჩანჩქერებში ოქროს მტვერი,
ოქრო მიწავ,
ოქრო ყანავ,
შენი მრავალჟამიერი!

ცვარნამივით წმინდა წყარო,
შვიდი სიმი, შვიდი ფერი,
საქართველოს ყვავილნარო,
შენი მრავალჟამიერი!