მორის ფოცხიშვილი

მეგობრობა არ იცის

არ ჰქონია ჩვენს ღორს გული,
ღორია და რა ვუყო?! -
ძაღლმა სთხოვა ლუკმა პური,
ძაღლს ლუკმა არ გაუყო.

შეცბა პეპი, განზე გადგა,
დაეკარგა ხალისი,
მხოლოდ ეს თქვა: ღორმა ალბათ
მეგობრობა არ იცის!