დაუსრულებელი ლექსი
- ტყეში მიდის ერთი გოჭი.
- რატომ ერთი?
- მაშ, რამდენი?
- ორი!- რკოს დაეძებს ორი გოჭი.
- რატომ ორი?
- მას, რამდენი?
- სამი!- სამმა გოჭმა რკო იპოვა.
- რატომ სამმა?
- მაშ, რამდენმა?
- ოთხმა!- ოთხმა გოჭმა რკო შეჭამა.
- რატომ ოთხმა?
- მაშ, რამდენმა?
- ხუთმა!- მგელმა იხმო ხუთი გოჭი.
- რატომ ხუთი?
- მაშ, რამდენი?
- ექვსი!- თუ კაცი ხარ,
მომეშვი და
დასრულდება ლექსი!