მორის ფოცხიშვილი

გათვლა-გამოთვლა

„ინდი-მინდი, ფერად - შინდი!“
გულო, გულში რა გიდევს?
მზე ჩავიდა, მთვარე მიდის,
წასვლა უნდა? წავიდეს!

ღუ-ღუ! - აღუღუნდა მტრედი,
უკეთესი რა გინდა, -
მე წავედი, შენ წახვედი,
ბოლოს ყველა წავიდა.

„ინდი-მინდი, ფერად - შინდი!“
ჩნდება ბროლის სასახლე,
ჩიტი-გვრიტი-მარგალიტი...
თვალს ვხუჭავ და...
თვალს ვახელ!