მორის ფოცხიშვილი

გალობა

შენი ჩანგის ჰანგზე ვგალობ,
შენთან ერთად ფერხულს ვუვლი,
შენი სიბრძნის შუქზე ვსწავლობ,
ვხარობ შენი სიყვარულით.

მატკბობს ნანა ტყეთა შენთა,
მალხენს შენი ნაკადული,
საქართველოვ, ჩემო დედა,
გენაცვალოს ჩემი გული!