მორის ფოცხიშვილი

რით გაგახაროთ, რითი?

ჩემი ხმა მთელი მსოფლიოს
გულის გულამდე აღწევს,
შარშან თუ ექვსის ვიყავი,
შვიდის ვიქნები ამ წელს.

ციდან მზე შუქად ჩამოდის,
სიო ვაზის ლერწს არწევს,
შარშან სულ ერთ ლექსს ვსწავლობდი,
ათ ლექსს ვისწავლი ამ წელს.

თქვენთვის ვჟღურტულებ ჩიტივით,
რით გაგახაროთ, რითი?
შარშარ ასამდე ვითვლიდი...
წელს ათასამდე ვითვლი!