ჩრდილი
სათამაშოდ ეზოში
ჩემთან ერთად ცხადდება,
ავდგები და ადგება,
დავჯდები და დაჯდება.ხელს ვიქნევ და
ხელს იქნევს,
თავს ჩემსავით აქანებს,
ჩემთან ერთად გაურბის
ავტობუსებს, მანქანებს.მე ხომ არა ვიცი რა,
არც მან იცის, რა ხდება,
არსად არ ვეკარგები,
არსად არ მეკარგება.ვიჩქარე და იჩქარა,
ვჩერდები და ჩერდება,
არ იკარებს არავის,
მე კი ფეხქვეშ მედება.თან დამყვება ნიადაგ,
წამითაც არ წყნარდება,
ჩნდება, როცა დღეა და
ქრება, როცა ღამდება.