მთავარეპისკოპოსი თადეოზი
(მირიან იორამაშვილი)

შენ, საქართველოვ, ლომგულო

მამულო, შენ გიგალობენ,
ცისა და ქვეყნის ზარები,
უნდა გავეფხვდე, გალომდე,
მტერს დაუყენო თვალები;

მტრის წამლეკ ცეცხლად აქციო, -
ერთგულ მოყმეთა ძალები,
უნდა განახლდე, ამაღლდე
ღვთიური ფერისცვალებით,

შენ, საქართველოვ, ლომგულო,
ღვთის ნათლულს გეძახიანო,
წმინდა გიორგი წინ გიძღვის,
მტერი მან გაგინიავოს...

დაჩოქებული ვერ გნახონ,
ღვთის ძალით იმედიანო,
სიმღერას გამარჯვებისას
არწივნი დაგყივიანო.