თქვენ უკვდავებით გაბრწყინდით
9 აპრილს თბილისში
ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნასარ ცხრება გულის ღაღადი,
გრგვინავს ცასა და ბარში,
თქვენ მშობელ ცამდე ამაღლდით,
ჩვენ თავდახრილი დავრჩით.გეხვევათ სიო მთაწმინდის
და საქმე თქვენი ფრთას შლის,
თქვენ უკვდავებით გაბრწყინდით,
ჩვენ დათალხული დავრჩით.