* * *
უფლისციხესთან
სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის –
დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!მე დავინახე
სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე
ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!მშვენიერია
ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: „ვინ ვის?!“
ბებერ გულში ლახვრად მაჩნია...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი
სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!1971