* * *
აფხაზეთზე
ამ კაცს თვალი უჭირავს -
ეს კაცია,
ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი:
- ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!როსმე „არგო“
(სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა
ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი:
- მკვდარსა მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!ზღვაო პონტის!
რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის
ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი:
- ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!1975