პოეტის წიგნზე მინაწერი
რომ მეფე ვარ და მგოსანი
და სიმღერით ვკვდებიგალაკტიონი
წავიდა კაცი...
დახურა წიგნი,
და ატყდა ღელვა სტრიქონებს შიგნით,
მერე ფოთლები დასჭკნენ უმზეოდ
და მოეფინენ სამარეს გულზე.წავიდა კაცი...
და ამოცურდა სიტყვა ბუდიდან,
ვით ქარქაშიდან ელვარე ხმალი
და წასვლა მისი ზღაპარს უდრიდა...
გაიღო უცხო ოქრო და ლარი.მის უხვ საბოძვარს
სტრიქონ და სტრიქონ
ხალხი ცრემლებად ინაწილებდა,
ის მიდიოდა...
დიდი მეუფე -
და საქართველო მიაცილებდა.