ილია ჭავჭავაძე
* * *
დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან,
მრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,
გულწრფელობითა და სიმართლითა
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:- იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში,
შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა!
თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში -
ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.1858