ბედნიერი ხარ?
მე ერთხელ მკითხეს,
- გიყვარს ბუნება?
მე ვუპასუხე, რომ პოეტი ვარ.
- სატრფო გყავს? - მკითხეს,
მე გამეცინა
და ნელა მკერდზე დავიდე ხელი.
- რა ფერი მოგწონს,
გიყვარს რა ფერი?
მე დავანახე ქართული ზეცა
და როგორც ჩემი ტკბილი ოცნება
ზეცას ცისფერი სამოსი ეცვა.
- ბედნიერი ხარ? - კვლავ შემეკითხნენ
მე ვუპასუხე, რომ ქართველი ვარ!