წიწამურში რომ მოკლეს ილია
წიწამურში რომ მოკლეს ილია,
მაშინ ეპოქა გათავდა დიდი -
ძველი სიმღერა და იდილია,
ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი.მოჰქონდათ წინათ პასტორალები -
ბაღთა მნათობით გადამთოვრება,
როგორ ოხრავენ მათზე ქალები,
რა მშვიდი იყო მათი ცხოვრება.დრო იყო ომის აუსახველი,
დღეებს იმედი ესაკიდება,
რა მძლავრად ქუხდა მათი სახელი
რა დიდი იყო მათი დიდება.დადგა ცხრაას რვა, ახალი ლანდი
ჩემთვის სიზმრებში უცნობია ჯერ.
მოვიდა წვიმა, ქარი, „დალანდი“
და მთელი ხანა წიგნის „Crâne aux fleurs“.