ისევ ახალგაზრდობას
ცხოვრების გზაზე მენავეს
ტალღა სცემს ხმაონავარი.
სულის სიმტკიცე აქ გვმართებს -
აი, რა არის მთავარი.რაც ომმა ჩვენ მოგვაყენა
ჭრილობა სხვადასხვაგვარი,
უნდა მოშუშდეს, აი, რა,
აი, რა არის მთავარი.მეცნიერება კი მზეა,
ფუძეა, მტკიცე ჯავარი.
შრომა, ცოდნა და სიმართლე
გვწამდეს, ესაა მთავარი.თუ ადამიანს გეტყვიან -
მასზე ძვირფასი რა არის,
სახელი ადამიანის -
აი, რა არის მთავარი.გეკაფოსთ - რაც უღრანია,
აგევსოთ - რაც ხარვეზია.
სამშობლო არ დაივიწყოთ,
სამშობლო - უმთავრესია.1948