ანა კალანდაძე

* * *

რეკენ ზარები, რეკენ...
სიზმარია თუ ცხადი?
დაესვენება ჩემს წინ
დიდი თამარის ხატი...
რიდით შეარხევს ქარი
დროშის მაღალის კალთას...
- ბასიანისკენ! - იგი
კვლავ მიუთითებს სპათა...

1977