ნაწყვეტი პოემიდან
„ნათელა“
„ჩანგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო;
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
ოდელა-დელა-დელაო!“თავის ჰანგებზე თავის ხმით
წკრიალებს ერთად ყველაო,
რომ არ გაფუჭდეს ჩანგური:
„ოდელა-დელა-დელაო!“ჩანგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვადასხვა კუთხის მცხოვრები:
„ოდელა-დელა-დელაო!“ჩვენც ხომ სიმების სისუსტემ
სინათლე დაგვიბნელაო!..
ბნელში რა სასიმღეროა:
„ოდელა-დელა-დელაო!“შორიდან შემოგვეპარა
მტერი, ვით ტურა-მელაო
და სულ სხვა ხმებზე გვამღერებს,
არ მოსწონს „დელა-დელაო!“მწერიც კი ცხოვრობს თანხმობით,
ფუტკარი... ჭიანჭველაო!..
და ჩვენ რათ ვმღერით ცალ-ცალკე:
„ოდელა-დელა-დელაო!“ერთობა ჩვენთვის ტახტია,
მტრებისათვის - სახრჩობელაო!..
მტრებს „ვაი დედა“ ვაძახოთ
და ჩვენ ვთქვათ: „დელა-დელაო!“კმარა! ამდენმა ცრემლებმა
სიმები დამისველაო!
ვერც ვუკრავ!.. ვეღარცა ვმღერი:
„ოდელა-დელა-დელაო!“
1897