ანდერძი ჩემს შვილს
გულს ნუ გაიტეხ, იყავ მხნე,
რაც უნდა ჭირში ჩავარდე,
ცხოვრების დახლართული გზა
უშიშრად გაინნავარდე!ყველა გიყვარდეს და ცოდვაც
შეუნდვე წრფელის გულითა!
მით ამაღლდები მდაბალი,
სხვებისგანც სიყვარულითა.მარტო შენს თავზე ნუ ზრუნავ,
სხვებიც გახსოვდეს მარადა,
შრომა აიღე მახვილად
და მოთმინება ფარადა!აი, ეს არის ამქვეყნად
შვება და ბედნიერება
და უკვდავების მარადი,
უჭკნობი ბედნიერება!1909