ერთმა გლეხმა ნაცარი გამოიტანა ეზოში და ხეებს ძირში ჩაუყარა. ვაჟმა ჰკითხა: მამავ, რად სჭირდებათო ხეებს ნაცარი?
გლეხმა მიუგო: შვილო, ხომ გაგიგია, კაცი კაცის წამალიაო, ასევე ხეც ხის წამალია, ნაცრად ქცეული ხე ისევე ხეს გამოადგებაო სასუქად. ცხოვრებაშიც ასეა: კაცმა რომ მეორე კაცს არგოს, აი, ამ ხესავით უნდა დაიწვას მისთვის და დამაცრდესო.