იყო ორი ძმა. უფროსს ცოლ-შვილი ჰყავდა. უმცხროსი კი უცოლო იყო. ძმები გაიყარნენ და, რაც კი ჰქონდათ, ყველაფერი შუაზე გაიყვეს. გაყოფის შემდეგ ერთი ძმის პურის ორმო კალოს აქეთ იყო და მეორისა - იქით, უფროსი ამოიღებდა თავის ორმოდან პურს, უმცროსი ძმის ორმოში ჩაყრიდა და იტყოდა:
- მე ცოლ-შვილი მყავს, შემომტანი მყავს; ჩემს ძმას არავინ არა ჰყავს, ეს მისი იყოს, მან ჭამოსო.
უმცროსი ძმაც ამოიღებდა თავისი ორმოდან პურს და უფროსი ძმის ორმოში ჩაყრიდა.
- მე მარტოხელა ვარ და ჩემი სარჩო, სადაც ვიქნები, ადვილი საშოვნელია, ჩემი ძმა კი წვრილშვილის პატრონია, მას უფრო მეტი სჭირდება და მისი იყოსო.