იყო ერთი დიდებული მეფე. ჰყავდა ოცდაათი ვაჟი. როცა დაბერდა და სიკვდილის დრო მოუახლოვდა, დაუძახა თავის ვაჟებს, მოატანინა ოცდაათი შვილდის ისარი, შეკრა ერთად, მოსწია დასამტვრევად, მაგრამ ვერ გატეხა. მერე კონა გახსსნა, თითო-თითოდ მოსწია ისრები და ადვილად დაამტვრია. მიუბრუნდა შვილებს და უთხრა: თუ ერთად იქნებით, მტერი ისევე ვერ გძლევთ, როგორც მე ვერ დავძლიე ისრების ერთად შეკრული კონა, მაგრამ თუ გაიყრებით და დაცალცალკევდებით, მაშინ მტერი ისე დაგლეწავთ, როგორც მე ცალ-ცალკე ისრები დავამსხვრიეო.