ზმნიზედა


ისეთ სიტყვას, რომელიც აღნიშნავს მოქმედების ადგილს ან დროს, ან კიდევ გვიჩვენებს, როგორ ხდება მოქმედება, ზმნიზედა ჰქვია.
 

ზმნიზედა ჩვეულებრივ ზმნას ახლავს.

ისეთი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მოქმედების ადგილს, ადგილის ზმნიზედაა. იგი მიუგებს კითხვებზე: სად? საიდან? საითკენ? - იქ, იქიდან, იქითკენ.

სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მოქმედების დროს, დროის ზმნიზედაა. იგი უპასუხებს კითხვაზე: როდის? - გუშინ, ხვალ, ზედ.

სიტყვა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ხდება მოქმედება, ვითარების ზმნიზედაა. იგი მიუგებს კითხვაზე: როგორ? - კარგად, სწრაფად, ნელა, ჩქარა, თეთრად...

თუ ზმნიზედა ვითარებითი ბრუნვის ფორმაა, ბოლოს უნდა: კარგა, მარდა, მშვიდა.

იხმარება შემდეგი ზმნიზედების ბოლოს: წინა, ზემო, ქვემო, გარე, შიგნი, ალბა.

 

1. დავალება. წაიკითხეთ მაგალითები და უპასუხეთ კითხვებზე.

1) რას უკავშირდება დაყოფით და მუქად აკრეფილი სიტყვები?
2) რას აღნიშნავს და რა კითხვაზე მიუგებს თვითეული მათგანი?
3) რას ჰქვია ადგილის ზმნიზედა? დროისა? ვითარებისა?

1. ბღაჭიაშვილი იქ იმყოფება. (ჭავ.). 2. გარეთ ნელი, ჟუჟუნა წვიმა მოდიოდა. (ვაჟა). 3. მელამ მაშინვე ჩხიკვის ბუდისკენ გასწია. (რაზ.). 4. შარშან ცხრა კალმახი დავიჭირე. (რაზ.). 5. პატარა გუგულები თანდათან მოიზარდნენ. (გოგ.). 6. ჭრიჭინას ძალიან უყვარდა სითბო. (გოგ.). 7. ირგვლივ სრული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. (ყაზ.). 8. ერთხელ ძლიერ დაცხა. (ვაჟა). 9. მაროს ძლიერ უყვარდა პატარა ფრინველები. (გოგ.). 10. მერე გადაჰკრა ხელი გავაზე და მყის გაიგდო ცხენი ბალახზე. (ჭავ.).