1. დავალება. დააკვირდით სურათებს და წაიკითხეთ წინადადებები.
			![]()  | 
			
			![]()  | 
		
| ბავშვი ცურავს. | ბავშვები ცურავენ. | 
ცურავს არის ზმნა, რომელიც აღნიშნავს ერთი ბავშვის მოქმედებას.
ცურავენ არის ზმნა, რომელიც აღნიშნავს ერთზე მეტი, მრავალი ბავშვის მოქმედებას.
			![]()  | 
			
			![]()  | 
		
| მამალი ყივის. | მამლები ყივიან. | 
ზმნა ყივის მხოლობით რიცხვშია. ზმნა ყივიან მრავლობით რიცხვშია.
ამრიგად, ცურავს და ყივის მხოლობით რიცხვშია.
ცურავენ და ყივიან მრავლობით რიცხვშია.
| 
			 
 ზმნა მრავლობით 
			რიცხვშია, როცა ერთზე მეტი 
			საგნის მოქმედებას აღნიშნავს.  | 
		
2. დავალება. ეს წინადადებები ისე გადააკეთეთ, რომ მხოლობითში მდგარი ზმნები მრავლობითში იყოს და მრავლობითში მდგარი ზმნები - მხოლობითში.
მგლები ყმუიან. ბატკნები ძოვენ. შოშიები გაფრინდნენ. არწივი კურდღელს მისდევს. გარეული ღორი დათვს ებრძვის. ციყვი ზამთრისათვის კაკალს აგროვებს. ბავშვები მარწყვს კრეფენ.