ზმნა

1. დავალება. დააკვირდით სურათებს, წაიკითხეთ წინადადებები.

 

თვითმფრინავი მიფრინავს.

ბულბული გალობს.

მიფრინავს საგნის მოქმედებას აღნიშნავს.

გალობს საგნის მოქმედებას აღნიშნავს.
 

კაცი წერს.

გოგონა კერავს.

წერს საგნის მოქმედებას აღნიშნავს.

კერავს საგნის მოქმედებას აღნიშნავს.


საგნის მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვას ზმნა ჰქვია.
 

ზმნა მიუგებს კითხვებზე: რას აკეთებს? რას შვრება მოქმედი საგანი?

- რას აკეთებს მოსწავლე?
- დავალებას წერს.

- რას აკეთებს გლეხი?
- მიწას ბარავს.

- რას აკეთებს ბაბუა?
- გაზეთს კითხულობს.

მაშასადამე, ზმნებია: წერს, ბარავს, კითხულობს.

2. დავალება. დააკვირდით სურათებს და წაიკითხეთ წინადადებები.

ბავშვი ზის.

კატა წევს.

ზის საგნის მდგომარეობას აღნიშნავს.

წევს საგნის მდგომარეობას აღნიშნავს.

მაგიდაზე ჩაიდანი დგას.

მაგიდაზე უთო დევს.

დგას საგნის მდგომარეობას აღნიშნავს.

დევს საგნის მდგომარეობას აღნიშნავს.

- რა მდგომარეობაშია სურათი?
- სურათი კედელზე კიდია.

- რა მდგომარეობაშია სახაზავი?
- სახაზავი მაგიდაზე ძევს.

- რა მდგომარეობაშია ბავშვი?
- ბავშვი წევს.


საგნის მოქმედების ან მდგომარეობის აღმნიშვნელი სიტყვა არის ზმნა.
 

3. დავალება. მოცემული მოთხრობიდან ცალ-ცალკე ამოიწერეთ მოქმედების და მდგომარეობის აღმნიშვნელი სიტყვები, ანუ ზმნები.

შოშია

შოშიები ზამთარს თბილ ქვეყნებში ატარებენ. ერთმა შოშიამ ფრთა მოიტეხა და ამხანაგებს ჩამორჩა. ტყეში მხოლოდ ერთი ნაძვი იდგა.

შოშიამ ნაძვს შეაფარა თავი. იჯდა მის ხშირ ტოტებში და სიცივისაგან თავს იფარავდა. მთელ ზამთარს ღვიის ბუჩქის ნაყოფით იკვებებოდა.

შოშია ერიდებოდა მელიას, რომელიც იქვე, ახლოს, სოროში იწვა.

4. დავალება. წერტილების ადგილას ჩაწერეთ შესაფერისი ზმნები.

მერცხალი
ბეღურა
ყვავი
მამალი
ძაღლი
ჯეჯილი
სახედარი
თაგვი
ჭიკჭიკებს
...................
...................
...................
...................
...................
...................
...................
დათვი
ქარი
წიწილა
მელია
თიკანი
ცხენი
გოჭი
ნაკადული
...................
...................
...................
...................
...................
...................
...................
...................