ზედსართავი სახელი

1. დავალება. დააკვირდით სურათებს და წაიკითხეთ, როგორი არის საგანი (ვაშლი).

დიდი
ვაშლი
პატარა
ვაშლი

საგანი ვაშლი შეიძლება იყოს დიდი ან პატარა.

სიტყვა ვაშლი აღნიშნავს საგანს და არსებითი სახელია; მას დაერთვის სიტყვა დიდი ან პატარა და აღნიშნავს, თუ როგორი არის საგანი (ვაშლი).

2. დავალება. დააკვირდით სურათებს და წაიკითხეთ, როგორი არის საგანი (სახლი).

მაღალი
სახლი

დაბალი
სახლი

საგანი სახლი შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი; სიტყვა სახლი აღნიშნავს საგანს და არსებითი სახელია; მას დაერთვის სიტყვა მაღალი ან დაბალი და აღნიშნავს, თუ როგორი არის საგანი (სახლი).

3. დავალება. დააკვირდით სურათებს და წაიკითხეთ, როგორი არის საგანი (სახაზავი).

გრძელი
სახაზავი

მოკლე
სახაზავი

საგანი სახაზავი შეიძლება იყოს გრძელი ან მოკლე; სიტყვა სახაზავი აღნიშნავს საგანს და არსებითი სახელია; მას დაერთვის სიტყვა გრძელი ან მოკლე და აღნიშნავს, თუ როგორი არის საგანი (საზახავი).

დიდი, პატარა, მაღალი, დაბალი, გრძელი, მოკლე დაერთვის არსებით სახელს და აღნიშნავს, თუ როგორი არის საგანი. ანუ ზედსართავი სახელი გამოხატავს საგნის ნიშან-თვისებებს.


სიტყვა, რომელიც დაერთვის არსებით სახელს და აღნიშნავს, როგორი არის საგანი, ზედსართავი სახელია.
 

ზედსართავი სახელის კითხვებია: როგორი? რომელი? სადაური? როდინდელი?

არსებითი სახელით აღნიშნული საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე თეთრი ან შავი, მძიმე ან მჩატე, ცუდი ან კარგი... ასეთ სიტყვებსაც დაესმის კითხვა როგორი?

4. დავალება. გაარკვიეთ ზედსართავი სახელები ანდაზებში.

კარგი ცხენი ქერს იმატებს, ავი ცხენი - მათრახსაო.
შავი ძროხა თეთრ რძეს იწველისო.
დიდ ზამთარს დიდი მოსავალი მოსდევსო.
ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებსო.

5. დავალება. ამოიწერეთ ზედსართავი სახელები არსებით სახელებთან ერთად ქვემოთ მოთავსებული ნაწყვეტიდან.

მაღალი მთიდან ბანს აძლევს
ლაღი ხარირმის ზმუილი.

დამშეული კუდა მელა
ვენახში მიიპარება.

იას, ბნელ ხევში მოსულსა,
დიდი ჭადარი ფარავდა.

6. დავალება. გადაიწერეთ ზედსართავი სახელები და მიუწერეთ შესაფერისი არსებითი სახელები.

გემრიელი
მჟავე
ცხარე
ტკბილი
მწარე
მლაშე
...............
...............
...............
...............
...............
...............
შავი
თეთრი
წითელი
მწვანე
ყვითელი
ლურჯი
...............
...............
...............
...............
...............
...............
მსუბუქი
მძიმე
მაგარი
რბილი
ძლიერი
სუსტი
...............
...............
...............
...............
...............
...............