ხმოვანი და თანხმოვანი

1. დავალება. დააკვირდით სურათს და წაიკითხეთ ქვეშ დაწერილი სიტყვა. წარმოთქვით პირველი ბგერა, წარმოთქვით მეორე ბგერა.


ხე

2. დავალება. დააკვირდით სურათს და წაიკითხეთ ქვეშ დაწერილი სიტყვა. წარმოთქვით პირველი ბგერა, წარმოთქვით მეორე ბგერა.

ბუ

დაფა

3. დავალება. დააკვირდით სურათს და წაიკითხეთ ქვეშ დაწერილი სიტყვა.

ცალ-ცალკე წარმოთქვით თითოეული ბგერა.

ხმამაღლა არ წარმოითქმება.

ხმამაღლა წარმოითქმება.

ხმამაღლა არ წარმოითქმება.

ხმამაღლა წარმოითქმება.

ხმამაღლა წარმოითქმება. იგი ხმოვანია.
ხმამაღლა არ წარმოითქმება. იგი თანხმოვანია.

4. დავალება. დააკვირდით სურათს და წაიკითხეთ ქვეშ დაწერილი სიტყვა.


ბურთი

ცალ-ცალკე წარმოთქვით თითოეული ბგერა. რომელი წარმოითქმება ხმამაღლა? რომელი არ წარმოითქმება ხმამაღლა?

ა, ე, ი, ო, უ ბგერები ხმოვანია, სხვა ყველა თანხმოვანია.
ხ, რ, დ, ბ, თ, ს, ლ, ფ, ღ, გ და სხვა ბგერები თანხმოვნებია.

ხმოვანი ხმამაღლა და დაუბრკოლებლად წარმოითქმება, თანხმოვანი კი - არა.

5. დავალება. დააკვირდით სურათებს და წაიკითხეთ სიტყვები.

ძროხა

ხარი

ცხენი

ცხვარი

ყველას ერთად რა ჰქვია? კიდევ რა შინაური ცხოველები იცით? რომელ ცხოველებს აქვთ რქები? ფაფარი? სიტყვა ფაფარი დაშალეთ ბგერებად, ხმოვანი და თანხმოვანი ცალ-ცალკე წარმოთქვით.

7. დავალება. დააკვირდით სურათებს და წაიკითხეთ ქვეშ დაწერილი სიტყვები.

რაკეტა ტელეფონი

ეს სიტყვები ისე წაიკითხეთ, რომ თითოეული ბგერა მკაფიოდ ისმოდეს. ცალკე წარმოთქვით ხმოვანი ბგერები. ცალკე წარმოთქვით თანხმოვანი ბგერები.

8. დავალება. წაიკითხეთ სიტყვები: გემი, წერო, დანა, პური, ჭერი, ჯამი.

ცალკე წარმოთქვით ხმოვანი ბგერები. ცალკე წარმოთქვით თანხმოვანი ბგერები.

9. დავალება. შეადგინეთ ორი წინადადება შემდეგი სიტყვების გამოყენებით და დაწერეთ: ნიკო. სათამაშო. ტელეფონი. გააკეთა. ნინო. ტელევიზორი. უსმენს.

რებუსი: ლი

10. დავალება. დააკვირდით სურათს. შეურჩიეთ სათაური და აღწერეთ ქვემოთ მოცემული კითხვების მიხედვით.

რა არის გამოხატული სურათზე? რა და რა ფრინველს ვხედავთ? რას შვრებიან თეთრხალათიანი ქალები?

დაშალეთ სიტყვა ფერმა ბგერებად და თითოეული ბგერა მკაფიოდ წარმოთქვით.

11. დავალება. დაწერეთ კითხვებზე პასუხი და თითოეული წინადადების ბოლოს დასვით წერტილი.

12. დავალება. წაიკითხეთ და სწორად წარმოთქვით .

ჩიტი

ვგალობ და ვგალობ და იმით ვხარობ,
რომ მე ქვეყანას გალობით ვატკბობ;
ღამეს ვატარებ ხეზედა ძილით,
დილას ვახარებ გალობით ტკბილით.

13. დავალება. გარკვევით, მკაფიოდ წაიკითხეთ და წარმოთქვით სიტყვები:

წყალი ცეცხლს აქრობს. ფუტკარი ბევრს შრომობს. დედა ბეჯითი შვილით ამაყობს. ვარდი ეზოს ამშვენებს.

14. დავალება. გაარკვიეთ, რას ნიშნავს ეს გამოცანა:

სასარგებლო მწერი ვარ,
განთქმული ვარ კბენითა,
ტკბილ საწუწნავს გიმზადებთ
ყვავილების წვენითა.

15. დავალება. დაასრულეთ სიტყვები და თითოეული სიტყვის ბოლო გარკვევით წარმოთქვით.

გივი სუფთ... წერს. ნინო სწრაფ... კითხულო...
დედა ჩირს ახმო... გია ლამაზ... ხატავს.