თხრობითია წინადადება, რომლითაც მთქმელი სხვას რაიმე აზრს გადასცემს, მოუთხრობს. |
ლაპარაკისა და დაწერილის ხმამაღლა კითხვისას თხრობითი წინადადების ბოლოს ხმას ვუდაბლებთ და ვჩერდებით.
წერის დროს თხრობითი წინადადების ბოლოს წერტილს ვწერთ.
თხრობითი წინადადების მაგალითები:
1. გაზაფხულდა.
2. ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია.
3. ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია.