ტირე რთულ რთულ წინადადებაში
რთული წინადადების ნაწილებს ზოგჯერ ერთი და იგივე ზმნა აქვთ, რომელიც ჩვეულებრივ
დასახელებულია პირველ წინადადებაში, მომდევნო წინადადებაში (თუ წინადადებებში) კი
გამოტოვებულია. გამოტოვებული ზმნის ადგილას ტირე იწერება.
ქვეყანა მოსვენებული იყო, კახეთის ცა - მოწმენდილი.
შვლებს არჩვები მოჰყვნენ, არჩვებს - ირმები, ირმებს - გარეული ღრები, ღორებს
- დათვები.
პირველ მაგალითში გამოტოვებულია იყო, მეორეში - მოჰყვნენ.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელი სიტყვაა
გამოტოვებული ტირეს ადგილას.
- ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა, წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ,
ყვავილნი - მიწას და მიწა - თავის აღზრდილთა მცინარეთ.
- ჩემი ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანა.
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები და დასვით სასვენი ნიშნები.
- ერთი მეორეს აჩუმებდა მეორე მესამეს მესამე მეოთხეს.
- სწავლა წყაროა ცხოვრების სიბრძნე მისი ნაკადული და ნაყოფი მათი ერთად შვება
ლხენა სიხარული.
- დღეს ღამე მოსდევს დარს ავდარი ტკბილს მწარე სიცოცხლეს სიკვდილი ლხინს
მწუხარება ასეთია წუთისოფელი.
- ხვნა თესვა თოხნა მკა ყველაფერი შეისწავლა პატარა აკაკიმ.
- ცას ამშვენებს დღის ნათელი მებრძოლს სული მამაცური.