სრულია წინადადება, თუ გამოტოვებულად არ იგულისხმება რომელიმე წევრი. |
ხავერდივით მწვანე ბალახს აბიბინებს სიო ნაზად.
წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა.
ამ მაგალითებში გამოტოვებულად არ იგულისხმება რომელიმე წევრი, ე.ი. ორივე წინადადება სრულია.
|
- ქართველები იარაღს როგორ ხმარობენ?
- ძალიან კარგად.
პირველი წინადადება სრულია, მეორე - უსრული: გამოტოვებულია სამი წევრი. სრულად იქნება: ქართველები იარაღს ძალიან კარგად ხმარობენ.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ: ა) რომელი წინადადებაა სრული და რომელი - უსრული; ბ) რა სიტყვებია გამოტოვებული უსრულ წინადადებაში.
- - ვინ გითხრა შენ ეგ?
- დედა.- - სად მიდიხარ?
- ბორჯომში.- - როდის მიდიხარ ქუთაისში?
- ხვალ.- - თედოს მანასაანთ გოლასათვის ქამრის ღილები წაერთმია. ჩვენ უკანვე გვინდოდა გამოგვერთმია.
- მერე წაართვით?
- წავართვით.
- რა უყავით?
- ისევ გოლას მივეცით.
სავარჯიშო 2. წინადადებები განავრცეთ ფრჩხილებში ჩასმულ კითხვებზე პასუხის გაცემით და ჩაიწერეთ რვეულში.
1. (როდის?) ცა მოიწმინდა.
2. (სად? როგორი?) მუხა წაიქცა.
3. (როგორი?) ზამთარი დადგა (როდის? სად?).
4. (როგორ?) დუდუნებს (როგორი?) წყარო.
5. (როდის?) მოწაფეები (სად?) წავიდნენ (რისთვის?).