|
შორისდებულებია: ო, უუჰ, ვაი, ახ, ოხ, ჰო, ეჰ, ვიშ, ყოჩაღ, იჰ, ბიჭოს.
შორისდებულის შემდეგ ძახილის ნიშანი ან მძიმე იწერება.
|
ერიჰაა! - შესძახა იმან. - ერიჰაა!
ოჰო! - თქვა მეორემ.
|
უჰ! ეგეც კარგია, სხვა?
ოჰ, რა კარგი ხარ, ოცნებავ ტკბილო!
|
ჰმ! ჰმ! - ხვნეშოდა მოხუცი.
უჰ, უჰ, რა ცივა!
უჰ, უჰ, უჰ, რა ყკბილია!
1. დავალება. წაიკითხეთ მაგალითები, გამოყავით შორისდებულები და აღნიშნეთ, მთქმელის რა გრძნობას გამოხატავენ.
1. ახ, ნეტავ მალე გათენდეს. 2. უჰ, უჰ, რა ცივა! 3. ო, რა კარგი ხარ. 4. ვიშ, რა დილაა, რა დილა! 5. სუ! ჩუმად-მეთქი! 6. ააჰ, ნეტავ იმ დღეს!
2. დავალება. გადაწერეთ მაგალითები. შორისდებულს გაუსვით ქვეშ ხაზი და დასვით სათანადო სასვენი ნიშანი.