ერთგვარ წევრებთან ხშირად იხმარება მათი გამაერთიანებელი (განმაზოგადებელი) სიტყვაც, რომელიც უსწრებს ერთგვარ წევრებს ან მოსდევს მათ.
თუ ჯერ გამაერთიანებელი სიტყვაა და შემდეგ ერთგვარი წევრები, ერთგვარ წევრთა წინ ორწერტილი იწერება.  | 
		
მაგალითები:
ყველაფერი მდუმარებს: ხე, ქვა, ტყე, მთა და 
მინდორი.
წყალში ყველაფერი გამოჩნდება: ხარი, ძროხა, ცხენი. 
			
			 | 
		
მაგალითები:
ხვნა, თესვა, თოხნა, მკა - ყველაფერი შეისწავლა პატარა აკაკიმ.
კაცი, მხეცი, ჩიტები - ყველა საქმეს ჰკიდებს ხელსა.
სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები და დასვით სასვენი ნიშნები. გამაერთიანებელ სიტყვას სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, ერთგვარ წევრებს კი - კლაკნილი. აღნიშნეთ, სად რა სასვენი ნიშანი დასვით და რატომ.
- იხვსა ბატსა და ქათამსა ყველას გავკარი კბილია.
 - სოროში ხუთნი ცხოვრობდნენ დედა მამა და ბაჭიები.
 - ჩამორჩა მხოლოდ იმათში სამი მაჩვი ტყის ბუძგი და კუდა-მელა.
 - მოხვალ თან მოგყვებიან მოჭიკჭიკე ჩიტები ბულბულები მერცხლები შაშვები და გვრიტები.
 - გარეშენიც ბევრი ჰყავდა ტურა მელა კატა მგლები.
 - სახურავად ყველაფერია ნახმარი თუნუქი ყავარი, კრამიტი ჭურის ნამსხვრევები და ხავსმოკიდებული სარები.
 
სავარჯიშო 2. ქვემოთ მოცემული სიტყვებისაგან შეადგინეთ წინადადებები: პირველად სიტყვები ისე დაალაგეთ, რომ გამაერთიანებელი სიტყვა უსწრებდეს ერთგვარ წევრებს, შემდეგ კი ისე, რომ მოსდევდეს ერთგვარ წევრებს. დასვით სასვენი ნიშნები, გამაერთიანებელ სიტყვას სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, ერთგვარ წევრებს კი - კლაკნილი.
- მდინარე. ნადირი. ფრინველი. დუმდა. იქ. მწერი. ყველაფერი. და.
 - ცხოვრობდა. ერთ. შველი. ირემი. ტყეში. დათვი. მელა. ყველა. მგელი. კვერნა. და.