მარტივსა და შერწყმულ წინადადებებს ხშირად ცალ-ცალკე ვამბობთ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. მაგ.: ცა მოიწმინდა. მზის შუქმა იქაურობა გაანათა. აქ ორი დამოუკიდებელი მარტივი წინადადებაა. თითოეული მათგან გარკვეულ დამთავრებულ აზრს გამოხატავს. ეს ორი წინადადება შეიძლება გადავაბათ ერთმანეთს და მივიღოთ რთული წინადადება. მაგ.: ცა მოიწმინდა და მზის შუქმა იქაურობა გაანათა.
ახლა ავიღოთ ასეთი წინადადებები: ჩვენს ტყეებში, ჭალებში, ვენახებში, ბაღებსა და ეზოებში ხშირად გვხვდება პატარა ჩიტუნია. ამ ჩიტუნიას სილამაზის გამო „ჩიტბატონას“ უწოდებენ. აქაც ორი დამოუკიდებელი წინადადებაა, რომელთაგანაც პირველი შერწყმულია, მეორე - მარტივი. შეიძლება ეს ორი წინადადებაც გადავაბათ ერთმანეთს და მივიღოთ რთული წინადადება. მაგ.: ჩვენს ტყეებში, ჭალებში, ვენახებში, ბაღებსა და ეზოებში ხშირად გვხვდება პატარა ჩიტუნია, რომელსაც სილამაზის გამო „ჩიტბატონას“ უწოდებენ.
რთულ წინადადებაში შეიძლება იყოს ორზე მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადება.
მაშასადამე,
|