რიცხვითი სახელი

რიგობითი რიცხვითი სახელი

1. დავალება. გაარკვიეთ სურათზე მერხების რიგი და წაიკითხეთ წარწერები.

მერხების
პირველი

რიგი

მერხების
მეორე

რიგი
მერხების
მესამე

რიგი
მერხების
მეოთხე

რიგი

მერხი არსებითი სახელია, სურათზე გამოხატულია რამდენიმე მერხის რიგი.


რიგობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნების რიგს. მისი კითხვებია: მერამდენე? რომელი?
 

რიგობითი რიცხვითი სახელი იწარმოება რაოდენობითის ფუძისაგან მე-თავსართისა და -ე ბოლოსართის საშუალებით: ათი¦მე-ათ-, ცამეტი¦მე-ცამეტ-. ოცდახუთი¦ოცდა-მე-ხუთ-.

რიგობითი რიცხვითი სახელები შეიძლება გამოიხატოს რომაული ციფრებით:

რომაული ციფრები

არაბული ციფრები

 
I 1-ელი (პირველი)
II მე-2 (მეორე)
III მე-3 (მესამე)
IV მე-4 (მეოთხე)
V მე-5  (მეხუთე)
VI მე-6 (მეექვსე)
VII მე-7 (მეშვიდე)
VIII მე-8 (მერვე)
IX მე-9 (მეცხრე)
X მე-10 (მეათე)

რიგობითი რიცხვითი სახელების რომაული ციფრებით გამოხატვისას არც თავში ეწერება რამე და არც ბოლოში: II კლასი (მეოე კლასი), XX საუკუნე (მეოცე საუკუნე), დავით IV (დავით მეოთხე)აღმაშენებელი.

რიგობითი რიცხვითი სახელი არაბული ციფრებით ასე გამოიხატება:

თუ მე- მაწარმოებელი იწყებს რიგობით რიცხვით სახელს, მაშინ ჯერ მე- იწერება, მერე დეფისი და შემდეგ რიცხვი ციფრით: მე-2 (=მეორე), მე-10 (=მეათე) და ა.შ.

თუ მე- არ იწყებს რიგობით რიცხვით სახელს, ჯერ იწერება რიცხვი ციფრით, მერე დეფისი, შემდეგ - მაწარმოებელი -ე: 25-ე (=ოცდამეხუთე), 55-ე (=ორმოცდამეთხუთმეტე) და ა.შ.

მე- მაწარმოებელი არაბული ციფრით აღნიშნულ რიგობით რიცხვით სახელს ოცის ჩათვლით თავში დაერთვის.

ასევე თავში მე-ს დართვით დაიწერება შემდეგი რიგობითი რიცხვითი სახელები: მე-20, მე-40, მე-60, მე-80, მე-100...

რაოდენობით რიცხვით სახელთან არსებითი სახელი მხოლობით რიცხვში დგას: ათი მერხი, ოცი ფანქარი, ასი ქათამი, ხუთასი ბავშვი.

2. დავალება. უპასუხეთ კითხვებს.

ნოემბერი შემოდგომის მერამდენე თვეა? შაბათი კვირის მერამდენე დღეა? რომელ კლასში ხარ? რომელ კლასში სწავლობ?

3. დავალება. გადააკეთეთ რაოდენობითი რიცხვითი სახელები რიგობით რიცხვით სახელებად.

ერთი. ოთხი. შვიდი. ათი. თერთმეტი. ცამეტი. თხუთმეტი. თვრამეტი. ცამეტი. თვრამეტი. ოცი. ოცდაათი. ოცდათექვსმეტი. ორმოცდაათი. სამოცი.

4. დავალება. გადააკეთეთ რიგობითი რიცხვითი სახელები რაოდენობით რიცხვით სახელებად.

მეხუთე. მეათე. მეთოთხმეტე. მეოცე. ოცდამეერთე. ოცდამეათე. მეორმოცე. სამოცდამეთორმეტე. ორმოცდამეშვიდე.