რიცხვითი სახელი

რაოდენობითი რიცხვითი სახელი

1. დავალება. დააკვირდით სურათებს და წაიკითხეთ, რამდენი არის საგანი (ჯაგრისი).

ერთი
ჯაგრისი
ორი
ჯაგრისი
სამი
ჯაგრისი

ერთი დაერთვის არსებით სახელს (ჯაგრისს) და აღნიშნავს, რამდენი არის საგანი (ჯაგრისი).

ორი დაერთვის არსებით სახელს (ჯაგრისს) და აღნიშნავს, რამდენი არის საგანი (ჯაგრისი).

სამი დაერთვის არსებით სახელს (ჯაგრისს) და აღნიშნავს, რამდენი არის საგანი (ჯაგრისი).


რაოდენობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რაოდენობას. მისი კითხვაა რამდენი?
 

რაოდენობითი რიცხვითი სახელი აღინიშნება არაბული ციფრებით: 2(ორი), 5(ხუთი), 12(თორმეტი) და ა.შ.

2. დავალება. წაიკითხეთ ანდაზები და გაარკვიეთ საგნის რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვითი სახელები.

ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო.
ერთი შვილი - ღობეს ჩხირი, ორი შვილი - ვითომ შვილი, სამი შვილი - მართლა შვილი.
ერთი ხელით ორ საზამთროს ვერ დაიჭერო.
ცხრა ძიძის ხელში ბავშვი შიმშილით მოკვდებაო.

3. დავალება. გადაიწერეთ ანდაზები და რაოდენობით რიცხვით სახელებს ქვეშ ხაზი გაუსვით.

ასი კაცი ცხენს კაზმავდა, ვაი უკაცურობასო.
ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო.
ერთი არის მთოხნელიო, ოცდახუთი - მცოხნელიო.
ასი წლის დედაბერი ლეკურსა სწავლობდაო.
ერთი პირის ჭირიმე და ბევრი ხელისაო.

ერთსა ალვისა ხეზედა თორმეტი ტოტი აბია, სცვივა და სცვივა ფოთლები, ისევ იმდენი ასხია.

 
რებუსი:

თავ