სულიერ საგანთა სახელებით გადმოცემულ რამდენიმე ერთგვარ ქვემდებარესთან შემასმენელი ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში დგას. |
არჩილი და კეშო შებრუნდნენ
ოთახში.
რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ.
ყვავი და ყორანი დიდ ხევში ისხდნენ.
|
მაგალითები:
ტყე, მინდორი და ველი ბიბინებდა.
ქარი და თოვლჭყაპი თანდათან მატულობდა.
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი.
როცა ერთგვარ ქვემდებარეებს სიმრავლის გამომხატველი სიტყვა ახლავს, ქვემდებარეებიც მხოლობითს რიცხვში დაისმის და შემასმენელიც.
იქ ბევრი მსუქანი ბატი და ინდაური დაგოგავს.
ბაღიდან რამდენიმე კაცი და ქალი გამორბოდა.
სავარჯიშო. შემასმენელი სათანადოდ შეუწყვეთ ერთგვარ ქვემდებარეებს რიცხვში და მაგალითები ისე გადაწერეთ. აღნიშნეთ, როგორი სახელებით არის გადმოცემული ქვემდებარეები და როგორ შეეწყო მათ შემასმენელი.