1. დავალება. დააკვირდით სურათებს და გაარკვიეთ, რამდენი გოჭია პირველ სურათზე? მეორეზე? წაიკითხეთ წარწერები.
|
|
გოჭი |
გოჭები |
გოჭი არსებითი სახელია; იგი ერთ საგანს აღნიშნავს და მხოლობით რიცხვშია.
გოჭებიც არსებითი სახელია, მაგრამ ერთზე მეტ საგანს (ორს, ათს, ათსსა და მეტს), მრავალ საგანს აღნიშნავს და მრავლობით რიცხვშია.
გოჭი მხოლობით რიცხვშია.
გოჭები მრავლობით რიცხვშია.
მრავლობითი რიცხვი იწარმოება -ებ ბოლოსართის მეშვეობით. ანუ -ებ ბოლოსართი მრავლობითი რიცხვის ნიშანია. იგი დაერთვის მხოლობით რიცხვში მდგარი სახელის ფუძეს. მაგ., ვაშლი - ვაშლ-ებ-ი, არწივი - არწივ-ებ-ი.
მრავლობითი რიცხვი მეორენაირადაც იწარმოება, -ნ, -თ ბოლოსართების დართვით, ამიტომ მას ნარ-თანიანი მრავლობითი ეწოდება.
|
|
ბაჭია |
ბაჭიები |
2. დავალება. არსებითი სახელი ბაჭია რამდენ საგანს აღნიშნავს და რომელ რიცხვშია? არსებითი სახელი ბაჭიები რამდენ საგანს აღნიშნავს და რომელ რიცხვშია?
თუ არსებითი სახელი ერთზე მეტ საგანს აღნიშნავს, იგი
მრავლობით რიცხვშია. |
3. დავალება. გაარკვიეთ არსებითი სახელების რიცხვი ანდაზებში.
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო.
ყვავს თავისი ბახალა მოსწონსო.
მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო.
მოკაკანე ქათამი კვერცხს არ დადებსო.
მგელი რომ დაბერდება, ძაღლების სათრეველი გახდებაო.
სხვისი ჩიტები სხვის კალოზე ლეკურს უვლიდნენო.
4. დავალება. ამოიწერეთ ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტიდან მხოლობით რიცხვში მდგარი არსებითი სახელები.
მინდორი ყვითლად მოჩანდა. ტყე დაღვრემილიყო. ხეებს ფოთლები გასცვენოდა. ნაძვი და ფიჭვი კი ისევ მწვანედ იდგა. ქარი დაძრწოდა. ჩიტები აღარ გალობდნენ.
5. დავალება. ამოიწერეთ ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტიდან მრავლობით რიცხვში მდგარი არსებითი სახელები.
ხორბალი დასათესად მანქანით მიიტანეს. ეს
პირველად კაჭკაჭებმა გაიგეს და კრიახით ახლომახლო ჭალები სწრაფად შემოირბინეს. ვინც
კი შეხვდათ, ყველას ახარეს: მინდორში ბევრი ხორბალი მოიტანესო.
გამხიარულდნენ შაშვები, აწრიპინდნენ ბოლოქანქარები, ბეღურები.
გემრიელი საკენკი ძალიან უნდოდათ, მაგრამ მანქანების შიშით ახლოს ვერ მიდიოდნენ.
რებუსი: | ფუტ |
|