ზმნის პირი

ზმნა იცვლება პირისა და რიცხვის მიხედვით. პირი სამია: პირველი, მეორე და მესამე.

ზმნის ცვლილებას პირისა და რიცხვის მიხედვით უღლება ჰქვია.

ზმნის იმ ნაწილს, რომელსაც ჩამოშორებული აქვს პირისა და რიცხვის ნიშნები ფუძე ჰქვია.

პირისა და რიცხვის ნიშნები

მხოლობითი რიცხვი
მრავლობითი რიცხვი
1-ელი პირი. ........
2-ე პირი. ან ს (ან არაფერი)............
3-ე პირი. .................ს, ა, ო
1-ელი პირი. ......................
2-ე პირი. ან ს (ან არაფერი)..............
3-ე პირი. ....................ენ (ნენ), ან, ნ, ეს

ზმნის უღლების მაგალითები

-წერ,
წერ,
წერ-,
და--ხატე
დახატე
დახატ-
-წერ-თ,
წერ-თ,
წერ-ენ,
და--ხატე-
დახატე-
დახატ-ეს

თუ ზმნის ფუძე -ზე იწყება, პირველ პირში ორი იყრის თავს: მე ვვარჯიშობ.

ზმნისწინი

ზმნას შეიძლება დაერთოს ზმნისწინი, რომელიც მოქმედების მიმართულებას გამოხატავს. ზმნისწინებია: მი-, ა-, და-, შე-, გა-, გადა,- წა-, მო-, ამო-, წამო-, შემო-, გამო-, გადმო-, ჩამო-.

თუ ზმნა -ზე იწყება, -ზე დაბოლოებული ზმნისწინის დართვისას ორი იყრის თავს: აკეთებ - გააკეთებ.

დრო

ზმნას სამი დრო აქვს: ახლანდელი, წარსული და მომავალი.

ახლანდელი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება თქმის დროს ხდება: მისი კითხვაა: რას ვშვრები?

მაგ., ვწერ, ვხატავ.

წარსული დროის ფორმა აღნიშნავს, რომ მოქმედება მოხდა ან ხდებოდა თქმამდე. მისი კითხვებია: რას ვშვრებოდი? რა ვქენი? რა მიქნია?

მაგ., ვწერდი, დავწერე, დამიწერია.

მომავალი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება მოხდება თქმის შემდეგ. მიუგებს კითხვაზე: რას ვიზამ?

მაგ., დავწერ, დავხატავ.

 

1. დავალება. წაიკითხეთ წინადადებები და გაარკვიეთ, რომელ პირში და რომელ დროშია ზმნები, გამოყავით პირისა და რიცხვის ნიშნები და ზმნისწინები.

1. თერგის მშფოთვარე ხმაურობას მე ყურს ვუგდებდი. 2. რწყილი ახტა, დახტა, მივიდა მუხასთან და სთხოვა. 3. ნუ შიშობთ! გადავფრინდები საზამთროდ თბილსა მხარესა. 4. არჩილი და კესო ეზოში გამოვიდნენ. 5. ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია. 6. ჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა. 7. ჭალას ნისლი დააწვა შავად. 8. ერთ ზამთრის ღამეს ასე ვოცნებობდით, ვუზიარებდით ერთმანეთს ფიქრებს. 9. გუშინ დიდხანს ვვარჯიშობდი. 10. ისინიც სწორედ ასე ვარაუდობდნენ.