|
მაგალითები:
მეგობრებო, წინ, წინ, გასწით!
თქვენ იცით, ჩემო პატარა მკითხველებო, კოშკი რა არის?
პირველ მაგალითში მიმართვა გაუვრცობელია, მეორეში - გავრცობილი.
|
მაგალითები:
- ლუარსაბ! - დაუძახა ძმას დავითმა.
- მშვიდობით, ჩემო გაბრიელ!
- შენ კარგად იცნობ, სოლომონ, ჩემს გულს.
ადამიანის საკუთარ სახელს მიმართვისას ხშირად არასწორად ხმარობენ. მაგ.: გაიგონებთ: გურამი, მოდი აქ! ნოდარი, სად ხარ? მიმართვისას უნდა: გურამ! ნოდარ! ვახტანგ! (და არა: გურამი! ნოდარი! ვახტანგი! და ა.შ.).
მიმართვასთან იხმარება მძიმე ან ძახილის ნიშანი.
ცალკე მდგომი მიმართვის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება.
- ლუარსაბ! - დაუძახა ქმარს დარეჯანმა.
- გაბრიელ! - მომაძახა მე იმან.
|
- ძმობილო, კარი გააღე!
- დიდებულო მეფევ! მე არ ვარ მეომარი და სისხლის მღვრელი.
- ჩემო პატარა მკითხველებო, მე მინდა გიამბოთ ჩემი თავგადასავალი.
|
ახლა, მეგობრებო, მაღლა ავფრინდეთ!
დღეს თქვენ, ძვირფასო მთისკაცო,
პირველად ეწვიეთ ჩვენს მხარეს.
|
- წვიმს? - წვიმს, ბატონო.
- რა გითხრა, ადამიანო?
- გამიშვი,
ადამიანო!
რატომ არ მღერით, მთებო?!
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები. გამოარკვიეთ: ა) გავრცობილია მიმართვა თუ გაუვრცობელი; ბ) სად დგას ის; გ) როგორ გამოიყოფა ინტონაციურად ზეპირ მეტყველებაში და სად რა სასვენი ნიშანია ნახმარი წერისას.
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები და დაუსვით სასვენი ნიშნები.