მარტივი წინადადება


მარტივი წინადადება ერთი ან რამდენიმე არაერთგვარი წევრისაგან შედგება.
 
დაღამდა.
ტყე ხმაურობდა.
გრილი ნიავი ჰქროდა.
დუდუნით მიდის პატარა მდინარე.

პირველ წინადადებაში ერთი წევრია (შემასმენელი), მერეში - ორი (ქვემდებარე და შემასმენელი), მესამეში სამი, მეოთხეში - ოთხი.


მარტივ წინადადებაში შეიძლება იყოს შვიდზე მეტი წევრიც. მაშასადამე, მარტივი წინადადება ერთწევრიანია ან მრავალწევრიანი.

სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. შემასმენელს ერთი სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, ქვემდებარეს - ორი, დანარჩენებს - კლაკნილი.

1. ბინდდებოდა. ნელი სიო ოდნავ არხევდა ფოთლებს.
2. ქარი ქროდა.
3. ოთლებზე ცვარი კამკამებდა.
4. მდუმარედ იდგნენ თეთრი კოშკები.
5. წვიმის წვეთები დაცურავენ ფანჯრის მინებზე.

სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რამდენი წევრია თითოეულ მარტივ წინადადებაში. აღნიშნეთ, რომელი წევრი რომელ წევრთან არის დაკავშირებული და რა კითხვაზე მიუგებს.

1. ნაცრისფერ ცაზე ფერმიხდილი მთვარე ზანტად მიიზლაზნება.
2. გადახრილი მზე უხვად აფრქვევდა სხივებს ამწვანებულ სოფელს.
3. ვერცხლისფერ ნამზე მოცალე სხივები მხიარულად დასთამაშებდნენ ხავერდოვან მდელოს.
4. თვალჟუჟუნა ვარსკვლავები ციმციმებენ ლაჟვარდ ცაზე.
5. აივანზე მდგარი ლილე შესცქეროდა კიბეზე ამომავალ სტუმრებს.