მარცვალი

1. დავალება. დააკვირდით სურათს. რა არის გამოხატული სურათზე? დაყოფით წაიკითხეთ სურათის ქვეშ დაწერილი სიტყვები.


და-თო, სო-კო!

სიტყვა და-თო შედგება ორი ნაწილისაგან. თითოეულ ნაწილში ერთი თანხმოვანი და ერთი ხმოვანია. და მარცვალია, თო მარცვალია.

2. დავალება. რამდენი მარცვალია სიტყვაში სოკო? წაიკითხეთ პირველი მარცვალი, წაიკითხეთ მეორე მარცვალი.


სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანიც არის.
 

3. დავალება. დამარცვლით წაიკითხეთ პირველი სიტყვა.

გემი ტელევიზორი

რამდენი მარცვლისაგან შედგება? დაყოფით წაიკითხეთ მეორე სიტყვა. რამდენი მარცვლისაგან შედგება?

სიტყვაში რამდენი მარცვალია?

4. დავალება. დამარცვლით წაიკითხეთ სიტყვები: გე-დი,  კე-დე-ლი,  მა-ტა-რე-ბე-ლი.

5. დავალება. რამდენი მარცვალია სიტყვაში ცა? სიტყვაში კუ?


თუ სიტყვაში ერთი ხმოვანია, იგი ერთმარცვლიანია.
 

სიტყვაში პუ-რი ორი ხმოვანია. მაშასადამე, ეს სიტყვა ორმარცვლიანია. სიტყვაში ბე-ღე-ლი სამი ხმოვანია. მაშასადამე, ეს სიტყვა სამმარცვლიანია.

6. დავალება. გაიხსენეთ ისეთი სიტყვა, რომელშიც ერთი მარცვალია. გაიხსენეთ ისეთი სიტყვა, რომელშიც ორი მარცვალია. გაიხსენეთ ისეთი სიტყვა, რომელშიც სამი და მეტი მარცვლებია.

7. დავალება. დამარცვლით გადაიწერეთ რვეულში შემდეგი სიტყვები: კუ, თავი, კაკალი, კაკანათი, ტელევიზორი.

რებუსი: ნი

8. დავალება. ამ მარცვალს მიუმატეთ ისეთი მარცვალი, რომ სიტყვა მიიღოთ.

მა+ხე - მახე. ბა+
კა+ ჭე+

9. დავალება. მარცვლები ისე დააჯგუფეთ, რომ სიტყვა მიიღოთ.

ბა. ხი. კო. ღი.
თო. სო. დი. კი.
ქე. გე. მი. რი.

10. დავალება. წაიკითხეთ და სწორად წარმოთქვით.

ენის გასატეხი.

რიონი - ნარიონალში,
ნიორი - ნანიორალში.

11. დავალება. გაიხსენეთ რომელიმე მარცვალი და მარცვლის მიმატებით ასე შეადგინეთ ახალი სიტყვები.