კავშირი


ისეთ სიტყვას, რომელიც აერთებს ორ სიტყვას ან ორ წინადადებას, კავშირი ჰქვია.
 

კავშირებია: და, თუ, მაგრამ, ხოლო, რომ და სხვ.

 

1. დავალება. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელ წინადადებაში აერთებს კავშირი ორ სიტყვას და რომელში - ორ წინადადებას.

1. მინდორი და ველი ყვავის. 2. ცა მოიწმინდა და გამოჩნდა მზე. 3. მარჯვნივ თუ მარცხნივ მრავალი ღელე თუ ნაკადული უერთდება აქ მდინარეს. 4. ირმამ ვერ გაარკვია, თუ რომელი მხრიდან მოდიოდა ხმა. 5. ღრუბლიანი, მაგრამ წყნარი დღე იყო. 6. ერთი წუთის შემდეგ თეიმურაზმა ეს ამბავი დაივიწყა, ხოლო ხუთიოდე წუთის შემდეგ ტკბილი ხვრინვა ამოუშვა. 7. ბარამმა უეცრად დაინახა, რომ ნეშოებს შორის იას ამოეყო თავი.