ხე ერთმარცვლიანი სიტყვაა და გადასატანად და დაიყოფა; ასეთებია: ცა, და, რუ, კუ, ბუ, ჭა.
არც ორმარცვლიანი სიტყვა ია დაიყოფა გადასატანად, რადგან მასში მხოლოდ ხმოვნებია; არც უთო დაიყოფა გადასატანად, რადგან ხმოვანთა შორის მხოლოდ ერთი თანხმოვანია; ასეთებია: ეზო, ურო, ენა, ათი...
თუ მარცვალში ხმოვანთან ერთად თანხმოვანია, ის გადაიტანება ხმოვანთან ერთად:
და- ფა. |
მუ- ხა. |
ქა- ლი. |
ბა- რი. |
გე- მი. |
პუ- რი. |
1. დავალება. გადასატანად დაყავით და დაწერეთ სიტყვები: ხელი, კაცი, ნიკო, ხალათი, პეპელა, კაკანათი.
2. დავალება. გადასატანად დაყავით და გადაწერეთ რვეულში შემდეგი სიტყვები: თივა, ქერი, ქათამი, კალათი, კოკორი, კამეჩი.
რებუსი: | დე |
3. დავალება. გადასატანად დაყავით და გადაიწერეთ რვეულში შემდეგი სიტყვები: თოხი, ბარი, ტომარა, ჭერამი, ციცარი, თათარა, ჩამიჩი, ბაზარი.
4. დავალება. გადასატანად დაყავით და დაწერეთ შემდეგი სიტყვები: ღარი, ძერა, წერო, ყაყაჩო, ქამარი, მამალი, ლიმონი, ხოხობი.
5. დავალება. გაიხსენეთ ოთხი ორმარცვლიანი სიტყვა და დაყავით გადასატანად. გაიხსენეთ ოთხი სამმარცვლიანი სიტყვა და დაყავით გადასატანად.
განმეორება. ერთმარცვლიანი სიტყვა ჭა გადასატანად არ დაიყოფა. არც ორმარცვლიანი სიტყვა აი დაიყოფა გადასატანად.
|
6. დავალება. დააკვირდით სურათს. შეურჩიეთ სათაური და ზეპირად უპასუხეთ კითხვებზე.
საით გარბიან წიწილები? რატომ გარბიან? ერთი წიწილა სად ვარდება? რა ქნა ბიჭმა?
7. დავალება. დაწერეთ პირველი ორი კითხვის პასუხი. თითოეული წინადადების ბოლოს დასვით წერტილი.
გამოცანა: |
|
8. დავალება. შეადგინეთ სიტყვები მარცვლების გადაჯგუფებით.
კა | ბა | ლო | დე |
ცე | ბუ | ლი | და |
თა | ჭე | სი | რი |
ქო | ფე | რი | ხი |
9. დავალება. მარცვალს მიუმატეთ ორი მარცვალი, რომ ახალი სიტყვა მიიღოთ.
სა-პონი |
ხო . . . . |
კა . . . . |
ქა . . . . |
ჭე . . . . |
წი . . . . |
კო . . . . |
მა . . . . |
მე . . . . |
ლი . . . . |
პე . . . . |
ჯე . . . . |
სიტყვაში ვარდი შუაში ორი თანხმოვანი ბგერაა (რ, დ), ამიტომ გადასატანად ასე დაიყოფა: ვარ-დი.
|
ასევე დაიყოფა გადასატანად შემდეგი სიტყვები: კიტ-რი, გოგ-რა, ვაშ-ლი, ძაღ-ლი...
10. დავალება. დაყავით გადასატანად სიტყვები: ტახტი, წიგნი, ნემსი, კოვზი, ფუტკარი, ფანქარი, ქარხანა, ფანჯარა.
|
11. დავალება. გამოარკვიეთ, სიტყვაში კურდღელი შუაში რამდენი თანხმოვანი ბგერაა ერთად დაჯგუფებული?
ეს სიტყვა გადასატანად ასე დაიყოფა: კურ-დღე-ლი.
მაგალითები: ვერ-ხვი, მარ-ჯვნივ,
ვარ-სკვლა-ვი. |
12. დავალება. დაყავით გადასატანად შემდეგი სიტყვები: ქართველი, ცერცვი, მარცხნივ, ვერცხლი, მარწყვი, ვარცხნის.
13. დავალება. მკაფიოდ წარმოთქვით სიტყვის თავში დაჯგუფებული თანხმოვნები: მძღოლი, გრძნობს, ბრწყინავს, გრგვინავს, ფრთხიალებს, ფცქვნის, მწვრთნელი.
|
14. დავალება. გაიხსენეთ სიტყვის თავში თანხმოვანდაჯგუფებული სიტყვები და სწორად წარმოთქვით.
15. დავალება. დაყავით გადასატანად და ისე გადაიწერეთ შემდეგი სიტყვები: ხევსური, ჭინჭარი, სარკმელი, ყურძენი, ჟურნალი, ხენდრო, გრდემლი, მხვნელი, ფრთხილი, მკვრივი...
16. დავალება. ზემოდასახელებული თანხმოვანდაჯგუფებული სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ წინადადებები ასე - ხევსურები მთაში ცხოვრობენ...
გამოცანა: |
|
თუ სიტყვა სტრიქონზე არ ეტევა და ნაწილი შემდეგ სტრიქონზე უნდა იქნას გადატანილი, საჭიროა დავიცვათ შემდეგი წესები:
1. ერთმარცვლიანი სიტყვა არ გაიყოფა, რაც უნდა დიდი იყოს.
მაგალითად, „ცეცხლს“ ერთმარცვლიანია, ამიტომ იგი ან წინა სტრიქონზე უნდა მოვათავსოთ, ან მთლიანად უნდა გადავიტანოთ მომდევნოზე.
2. თუ მარცვალი მარტო ხმოვნისაგან შედგება, მისი წინა სტრიქონზე დატოვება ან შემდეგ სტრიქონზე გადატანა არ შეიძლება.
მაგალითად, „აუღია“ სიტყვას სტრიქონიდან სტრიქონზე გადასატანად ვერც ასე გავკვეთთ: ა-უღია, ვერც ასე: აუღი-ა, არამედ მხოლოდ ასე: აუ-ღია.
სხვა შემთხვევაში კი
3. სიტყვა ყოველთვის შეგვიძლია გავკვეთოთ ხმოვნით გათავებულ მარცვალზე.
მაგალითად, „გაიხარა“ გადატანის მიზნით შეგვიძლია გავწყვიტოთ ყოველი მარცვლის შემდეგ: გა-იხარა, გაი-ხარა, გაიხა-რა.
4. თუ სიტყვის შიგნით ერთად ორი ან მეტი თანხმოვანია, პირველი მიეკუთვნება წინა მარცვალს, მეორე ან სხვები - შემდეგს.
მაგალითად: ცერ-ცვი, ყურ-ძნისა.
ოღონდ არ არის მიღებული, გაითიშოს თანხმოვანთა ჯგუფები: ფხ, თხ, ცხ, ჩხ, ბღ, დღ, ზღ, ჯღ, პყ, ტყ, წყ, ჭყ, რომელთაც ჰარმონიულ ჯგუფებს ვუწოდებთ.
მაგალითად: ზა-ფხული (და არა ზაფ-ხული), სი-თხე (და არა სით-ხე) და ა.შ.